გიტანას ნაუსედა - გაერო-ს უშიშროების საბჭოს მნიშვნელოვანი რეფორმები სჭირდება, გაერო-ს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, შეაჩეროს აგრესორები
გიტანას ნაუსედა - გაერო-ს უშიშროების საბჭოს მნიშვნელოვანი რეფორმები სჭირდება, გაერო-ს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, შეაჩეროს აგრესორები

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმები სჭირდება.

ნაუსედას თქმით, რუსეთის აგრესიაზე პასუხის არარსებობა „სერიოზულ ეჭვს იწვევს გაერო-ს უნარში, შეინარჩუნოს გლობალური მშვიდობა და უსაფრთხოება“.

„ცხადია, უშიშროების საბჭოს მნიშვნელოვანი რეფორმები სჭირდება. გაერო-ს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, შეაჩეროს აგრესორები“, – აღნიშნა ნაუსედამ.