გიორგი ვაშაძის მოწოდებას, პარლამენტს ალყა შემოარტყან, აქციის მონაწილეების მხრიდან უთანხმოება მოჰყვა [ვიდეო]
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მოწოდებამ, რომ პარლამენტს ალყა შემოარტყან, აქციის მონაწილეებს შორის უთანხმოება გამოიწვია.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათთვის გაურკვეველია, რატომ უნდა შემოარტყან ალყა ცარიელ პარლამენტს. ზოგიერთმა მათგანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ აქცია ალყის შემორტყმის გარეშე, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს.
„ამდენი ხალხი მოიყვანეთ და ცარიელ შენობას უნდა დაარტყათ ალყა?“,-აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ პარლამენტის შენობას ალყა შემოარტყან.