გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ განეკუთვნება იმ ძალას, რომელიც ამბობს, რომ შეთანხმების შემთხვევაშიც, ხელს არაფერს მოაწერს
გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ განეკუთვნება იმ ძალას, რომელიც ამბობს, რომ შეთანხმების შემთხვევაშიც, ხელს არაფერს მოაწერს

ასეთი პარტიები და ასეთი ცალკეული დეპუტატები ნადვილად შეიძლება იყო და არის, ამაზე საუბარს ახლა აზრი არ აქვს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ნამდვილად არ განეკუთვნება იმ პოლიტიკურ ძალთა დაჯგუფებას თუ იმ პოლიტიკურ ძალთა ნაწილს, რომელიც ამბობს, რომ შეთანხება რომც შედგეს, მაინც არაფერს მივაწერთ ხელს, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას.

„ნამდვილად არ ვართ ასეთი პოზიციის მატარებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შედგეს ისეთი შეთანხება, რომელიც იქნება მისაღები ხალხისთვის, მისაღები იქნება ჩვენი მხარდამჭერებისთვის და იქნებ გარკვეული ჩანასახი ეროვნული თანხმობის“, – განაცხადა ვაშაძემ.

„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან იყვნენ პარტიები, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას, თუ ოპოზიციის ერთიანი წინადადების ოთხივე პუნქტი დაკმაყოფილდებოდა.