ზურა ჯაფარიძე - იყვნენ პარტიები, რომლებიც იმ შემთხვევაშიც არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას, თუ ოპოზიციის წინადადების ოთხივე პუნქტი დაკმაყოფილდებოდა და ამის არგუმენტიც ჰქონდათ
ზურა ჯაფარიძე - იყვნენ პარტიები, რომლებიც იმ შემთხვევაშიც არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას, თუ ოპოზიციის წინადადების ოთხივე პუნქტი დაკმაყოფილდებოდა და ამის არგუმენტიც ჰქონდათ

მოლაპარაკების მაგიდასთან იყვნენ პარტიები, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას, თუ ოპოზიციის ერთიანი წინადადების ოთხივე პუნქტი დაკმაყოფილდებოდა და ამის არგუმენტიც ჰქონდათ, – ამის შესახებ „მეტი თავისუფლება – გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, რომელ ან რამდენ პოლიტიკური პარტიას ჰქონდა ასეთი პოზიცია, ჯაფარიძე ამბობს, რომ პროცენტს ვერ დაასახელებს, თუმცა ასეთი „რამდენიმე პარტიული ლიდერი იყო“.

„თავიდანვე, მოლაპარაკების მაგიდასთან იყვნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიციის ერთიანი წინადადების ოთხივე პუნქტი დაკმაყოფილდებოდა, ისინი მაინც არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, როგორც ჯაფარიძემ განმარტა, პარტიებს ჰქონდათ თავიანთი არგუმენტაციაც.

„არგუმენტსაც გეტყვით – „ქართულ ოცნებას“ ნდობა საერთოდ არ აქვს, „ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც შემჩნეულია ბევრ ტყუილებში და გადაგდებებში. მათ შორის არა მხოლოდ ჩვენს გადაგდებებში, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის გადაგდებებში. აი, ასეთი იმიჯისა და რეპუტაციის გამო, ეს პოლიტიკური ძალები თავიდანვე ამბობდნენ, რომ მათი ნდობა არ შეიძლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოთხივე პუნქტი შესრულდება და მათ შორის ჩაინიშნება რიგგარეშე არჩევნები. იქამდე, ვიდრე ამ არჩევნებამდე არ მივალთ, მანამდე პარლამენტში შესვლას ისინი არ აპირებენ, რადგან ეს არის ერთადერთი ზეწოლის ბერკეტი, რომელიც მათ აქვთ ხელში და ამას არ დაუთმობენ, თავს არ მოატყუებინებენ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.