გიორგი ვაშაძე - საქართველოს სჭირდება „ჰაიმარსები“, პატრიოტები და „აბრაამსის“ ტანკები, პრორუსული „ქართული ოცნება“ ამას არ აკეთებს, ვალდებულად ვთვლი თავს, ნატო-ს წარმომადგენლებთან დავაყენო ეს საკითხი
გიორგი ვაშაძე - საქართველოს სჭირდება „ჰაიმარსები“, პატრიოტები და „აბრაამსის“ ტანკები, პრორუსული „ქართული ოცნება“ ამას არ აკეთებს, ვალდებულად ვთვლი თავს, ნატო-ს წარმომადგენლებთან დავაყენო ეს საკითხი

სამი რამ, რაც სჭირდება საქართველოს და რასაც პრორუსული „ქართული ოცნება“ არ აკეთებს, ეს არის „ჰაიმარსები“, პატრიოტები და „აბრაამსის“ ტანკები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში რუსეთი ვერასდროს თავის არსებობის ისტორიაში შემდეგი 100 წლის განმავლობაში ვერ გაბედავს ვერანაირ აგრესიას საქართველოზე.

„სამწუხაროდ, იქ, სადაც „ქართული ოცნება“ ამას არ აკეთებს, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ჩვენს ნატო-ს წარმომადგენლებთან დავაყენო ეს საკითხი“, – განაცხადა ვაშაძემ.