გიორგი ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება საინტერესოა, ამასთან, კოორდინაციის პირველ ეტაპად მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება მიგვაჩნია
გიორგი ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება საინტერესოა, ამასთან, კოორდინაციის პირველ ეტაპად მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება მიგვაჩნია

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება არჩევნებზე საერთო ფრონტით გასვლასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ კოორდინაციის პირველ ეტაპად მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება მიაჩნია.

ვაშაძე ერთიანი საარჩევნო სიის შექმნაზე ოპოზიციური პარტიების მიმართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას გამოეხმაურა.

„მე და „ახალი საქართველოს“ გუნდი ვიყავით ერთ-ერთი ინიციატორები და ვრჩებით ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციისა და გამარჯვების იდეის გარშემო ერთიანობის მომხრე.

ვთვლით, ნებისმიერი იდეა და წინადადება რომელიც ამ მიზანს ემსახურება მისასალმებელი და მისაღებია ჩვენთვის.

შესაბამისად, ძალიან საინტერესოა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის უფრო მეტ კოორდინაციაზე და არჩევნებზე საერთო ფრონტით გასვლას გულისხმობს.

ამასთან, კოორდინაციის პირველ ეტაპად მიგვაჩნია მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება.

ძალა ერთობაშია და არა დაპირისპირებასა და ურთიერთწინააღმდეგობაში, მეგობრებო“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.