გიორგი ვაშაძე - ძალიან მაგარი შედეგი გვაქვს, ახლა მთავარია, რომ ყველა ხმას ვიცავთ 
გიორგი ვაშაძე - ძალიან მაგარი შედეგი გვაქვს, ახლა მთავარია, რომ ყველა ხმას ვიცავთ 

ახლა მთავარია, რომ ყველა უბანს ვამაგრებთ, ყველა ხმას ვიცავთ, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციას კარგი შედეგი აქვს.

„ეს 17:00 საათის მონაცემებია. ჩვენ თითოეულ ხმას და თითოეულ ბიულეტენს დავიცავთ. აქტივობა 17:00 საათის შემდეგ, 20:00 საათამდე ძალიან მაღალი იყო. შესაბამისად, ოპოზიციური ამომრჩეველი თვითდინებით სწორედ დღის მეორე ნახევარში მიდის. განსაკუთრებით ის ხალხი, ვისაც სამსახურებიდან დღის მანძილზე არ უშვებდნენ.

ამიტომ, ყველა ხმას ვიცავთ. ყველა ჩვენს კომისიის წევრს, საუბნო წევრს, ყველას მოვუწოდებთ, გავმაგრდეთ, თითოეული ხმა დავიცვათ. ძალიან მაგარი შედეგი გვაქვს. ჩვენი ძალა, ერთობაშია და სიმართლე ბოროტებაზე აუცილებლად გაიმარჯვებს. ეს ასე იქნება”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Edison Research-ისა და Gallup-ის ეგზიტპოლებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.