Edison Research-ისა და Gallup-ის ეგზიტპოლებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს
Edison Research-ისა და Gallup-ის ეგზიტპოლებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები გახდა ცნობილი.

Gallup International-ის 18:00 საათის მონაცემებით, რომელსაც კვლევა ტელეკომპანია „იმედმა“ დაუკვეთა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.

ასევე სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს Edison Research-ის 17:00 საათის მონაცემებით, რომელსაც კვლევა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა დაუკვეთა.