გიორგი ვაშაძე - ჩვენი მოდელია მოსამართლეთა პანელი, რომელიც ყველა დანიშვნას გაივლის, მართლმსაჯულების გასაღებს ხალხს გადავცემთ
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „კლანის“ მიერ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულებაში ვერ იქნებიან.
„მოსამართლეებს პირობა მივეცი, რომ „კლანის“ მიერ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულებაში ვერ იქნებიან. ჩვენი მოდელია მოსამართლეთა პანელი, რომელიც ყველა დანიშვნას გაივლის, მათ აუცილებლად სახლში გავუშვებთ და ხალხს გადავცემთ მართლმსაჯულების გასაღებს. ქვეყანაში რაც ხდება, ხდება იმიტომ, რომ კლანი მართავს ყველაფერს და მართლმსაჯულება არ არის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პარლამენტმა დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი დაამტკიცა.