პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი დაამტკიცა
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი დაამტკიცა

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი დაამტკიცა. გოჩა აბუსერიძეს მხარი 79 დეპუტატმა დაუჭირა, ხუთმა წინააღმდეგ მისცა ხმა; გიორგი გოგიაშვილს მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, ოთხი იყო წინააღმდეგი.

ეკა ზარნაძის კანდიდატურა იურიდიული კომიტეტის მსგავსად ჩავარდა სესიაზეც, მას მხარი დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მისცა ექვსმა დეპუტატმა.

ლევან თევზაძე – 77 მომხრე, ექვსი წინააღმდეგი; ქეთევან მესხიშვილი – ოთხი მომხრე, ორი წინააღმდეგი; რევაზ ნადარაია – 77 მომხრე, ექვსი წინააღმდეგი; ბიძინა სტურუა 78 მომხრე, ექვსი წინააღმდეგი; ლაშა ქოჩიაშვილუ 79 მომხრე, ხუთი წინააღმდეგი; გიორგი შავლიაშვილი სამი მომხრე, შვიდი წინააღმდეგი;

იუსტიციის საბჭოს წარდგენილი ცხრა კანდიდატიდან ექვსს დაუჭირეს მხარი, სამი ჩააგდეს, ისევე როგორც იურიდიულ კომიტეტზე.