გიორგი ტყემალაძე - გუნდის შიგნით არანაირი განსხვავებული მოსაზრება არ არის
გიორგი ტყემალაძე - გუნდის შიგნით არანაირი განსხვავებული მოსაზრება არ არის

გუნდის შიგნით არანაირი განსხვავებული მოსაზრება არ არის, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ნიკოლოზ ჭონქაძესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მერიის 11 საქალაქო სამსახურის უფროსი საკრებულოს უმრავლესობამ 40 ხმით დაამტკიცა. მხოლოდ მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ნიკოლოზ ჭონქაძეს 38-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, შესაძლოა, რომელიმე მისმა კოლეგამ ტექნიკურად ვერ შეძლო კენჭისყრაში მონაწილეობა.

„შეიძლება ზოგან იყო 38, ზოგან 40. შეიძლება ტექნიკურად რომელიმე ჩემმა კოლეგამ ვერ მოახერხა მონაწილეობა, კენჭისყრა ზოგადად არის ფარული, ამიტომ მე ვერ გეტყვით, რატომ იყო რიგ შემთხვევაში 38, რიგ შემთხვევაში – 39 ან 40. ძირითადად, აზრთა სხვადასხვაობა არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით არ ყოფილა, ჩვენ ერთიანად მივიღეთ გადაწყვეტილება, მხარი დავუჭირეთ კახი კალაძის გუნდს, რომლებიც არიან პროფესიონალები და დარწმუნებული ვართ, წარმატებული იქნებიან ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მერიის 11 საქალაქო სამსახურის უფროსი საკრებულოს უმრავლესობამ 40 ხმით დაამტკიცა.

მხოლოდ მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ნიკოლოზ ჭონქაძეს 38-მა დეპუტატმა მისცა ხმა. ერთმა თავი შეიკავა, ერთმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო.

თბილისის მთავრობის დამტკიცების პროცესში, ოპოზიციური ფრაქციები მონაწილეობას არ იღებდნენ.

საკრებულოს უმრავლესობამ თბილისის მერიას ნდობა გამოუცხადა.