გიორგი თაბაგარი - „ღირსების მარში“ შედგა, ჩვენ არ დავთმობთ საჯარო სივრცეებს
„ღირსების მარში“ შედგა, ჩვენ არ დავთმობთ საჯარო სივრცეებს, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან განაცხადა, სადაც „ღირსების მარში“ გაიმართა.
მარშის მონაწილეები უკვე დაიშალნენ, რადგან მათ შეატყობინეს, რომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები შსს-სთან მისვლას აპირებდნენ.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეს ყველას. ბევრი რაღაც დაგვაბრალეს, თითქოს პრაიდის უკან არის „ნაციონალური მოძრაობა“, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ საქმეს ვაკეთებთ. ეს არის სირცხვილი. შსს-მ მოძალადე ჯგუფებს შეგვატოვა. ლევან ვასაძე დღემდე აქციებს მართავს, სახელმწიფო კი ჩვენ გვერდზე არ დაგვიდგა. „ღირსების მარში“ შედგა, არ დავთმობთ საჯარო სივრცეებს, საჯარო სივრცე გვეკუთვნის ჩვენ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ გამოვედით იმ რაოდენობით, როგორც დაგეგმილი იყო, ეს მაინც მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველწლიურად გავიზრდებით“,- განაცხადა თაბაგარმა.
„ღირსების მარშის“ მონაწილეებმა შსს-ს მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს.