„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, გიორგი თაბაგარი და მასთან ერთად დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს
„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, გიორგი თაბაგარი და მასთან ერთად დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, ორგანიზაციის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორივე პირი გაათავისუფლეს.

„რამდენიმე წუთის წინ შეგვატყობინეს, რომ გიორგი თაბაგარი და დანარჩენი დაკავებულები გაათავისუფლეს.

აღშფოთებულები ვართ პოლიციის მსგავსი მოქმედებებით! აქამდე თუ პოლიცია თვალს ხუჭავდა ლგბტქ ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ახლა იგი თავად გადავიდა თემის წევრების დევნაზე. კერძოდ, დღეს ეს ბართან რეიდის ფორმით მოხდა. თუმცა დღევანდელი მოვლენები უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია ლგბტქ აქტივისტებისა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების რეპრესია“, – წერია სოციალურ ქსელში, ორგანიზაციის გვერდზე.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი თაბაგარისა და მისი თანხმლები ორი პირის დაკავება თბილისში, ბარ „საქსესთან“ მოხდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამი პირი ადმინისტრაციული წესით, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.