გიორგი თაბაგარი - ყველა ჯგუფმა უნდა მივაწვდინოთ ხმა ადამიანებს, რომ ჩვენ გვინდა სოლიდარულ და ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ფეხქვეშ არ გათელავენ ადამიანების უფლებებს
გიორგი თაბაგარი - ყველა ჯგუფმა უნდა მივაწვდინოთ ხმა ადამიანებს, რომ ჩვენ გვინდა სოლიდარულ და ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ფეხქვეშ არ გათელავენ ადამიანების უფლებებს

პარლამენტთან, სადაც დაანონსებული მდუმარე აქციისთვის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი, ცოტა ხნის წინ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები მივიდნენ.

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის განცხადებით, ძალადობა მიუღებელია და სურთ, მშვიდობიან, სოლიდარულ, ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ადმაიანების უფლებებს ფეხქვეშ არ გათელავენ.

„ის ყველაფერი, რაც გუშინ ვნახეთ, არ შეიძლება, იყოს მისაღები. არ შეიძლება, ჟურნალისტებზე, აქტივისტებზე, უბრალოდ ადამიანებზე ძალადობა იყოს მისაღები ფორმა ამ ქვეყანაში ურთიერთობების. ამიტომ, ბევრი ადამიანის გამოსვლით, დღეს ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, მედიამ და ყველა ჯგუფმა უნდა მივაწვდინოთ ხმა ადამიანებს, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობიან, სოლიდარულ, ემპათიურ და ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ფეხქვეშ არ გათელავენ ადამიანების უფლებებს“, – აღნიშნა გიორგი თაბაგრმა.

პარლამენტთან შეკრებილები მდუმარე აქციით რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ.