საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი გიორგი სიგუა „ფეისბუქის“ მეშვეობით ევროპიდან თბილისში მყოფ მალხაზ მაჩალიკაშვილს გაესაუბრა.
„ევროპულ ქვეყნებს ერთმანეთის მიყოლებით შეყავთ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში. მეგობრებო, ვისაც სადაც მიგიწვდებათ ხმა, ევროპულ სტრუქტურებში, პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, გავაგებინოთ მთელ ევროპას, მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო არის ტერიტორია, სახელმწიფოს მას ვერ ვუწოდებ, რომელსაც მართავს კრიმინალების, მკვლელების ჯგუფი“, – განაცხადა სიგუამ.
ამასთან, როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, ეცდება ყველანაირად, „ეს სისტემა დაანგრიოს“.
„ვიცი, ამ ხელისუფლებაში ჩემ საქმეს არასდროს აღიარებენ. თუ აღიარეს, თემირლანის საქმე ამათ თავზე დაამხობს მთელ ხელისუფლებას. ვეცდები ყველანაირად, ეს სისტემა დავანგრიო და იმ ადამიანებმა, რომლებიც მოვლენ, უნდა დასაჯონ ყველა ის ადამიანი, ვისაც ურევია ხელი თემირლანის საქმეში“, – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.