გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ნიკა გვარამია გამოკითხვაზეა დაბარებული
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაბარებულია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიების ინტერესის საგანია, თუ რა ინფორმაციას ფლობს ნიკა გვარამია, როგორც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი არხის ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული გარემოებების შესახებ.
ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.