გიორგი რურუამ პროკურორს „ბოტასი“ აჩუქა [ვიდეო]

თავს ვცნობ სახელმწიფოს მიერ დაზარალებულად, პოლიციამ ჩემზე ზეწოლა მოახდინა, ჩემი განეიტრალება უნდათ, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

რურუა ამბობს, რომ სიმართლისთვის ბოლომდე ბრძოლას აპირებს.

რურუამ თავის საქმის პროკურორს „ბოტასი“ აჩუქა.

„თავს ვცნობ დაზარალებულად სახელმწიფოს მიერ. კონკრეტულად, პოლიციამ ზეწოლა მოახდინა ჩემზე. ჩემი განეიტრალება უნდათ. აუცილებლად ვიბრძოლებ ბოლომდე, მე თუ არა ჩემი მეგობრები გააგრძელებენ ბრძოლას ამ ერთი კაცის დასამარცხებლად. ამ პროკურორს კიდევ მინდა, ბოტასი ვაჩუქო, მისთვის გასაგები იქნება“ ,- აღნიშნა გიორგი რურუამ.

თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს. ნიკა რურუას ინტერესებს სასამართლოში ნიკა გვარამია იცავს.

გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. რურუა ამბობს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მას არ ჰქონია.