გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს ქალაქ რაფაჰში სამხედრო და სხვა მოქმედებების შეჩერება დაავალა
გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს ქალაქ რაფაჰში სამხედრო და სხვა მოქმედებების შეჩერება დაავალა

გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს ქალაქ რაფაჰში სამხედრო და სხვა მოქმედებების შეჩერება დაავალა. გადაწყვეტილება ამის შესახებ მოსამართლეებმა დღეს მიიღეს.

„ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო შეტევა და სხვა ქმედებები რაფაჰში, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას პალესტინელთა ჯგუფს ღაზაში და რამაც შეიძლება, გამოიწვიოს მათი მთლიანად ან ნაწილობრივ ფიზიკური განადგურება“, – წერია სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებას სამხრეთ აფრიკა გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნადელი პანდორამ განაცხადა: მე ვთვლი, რომ ეს ბევრად უფრო ძლიერი დროებითი ზომაა. ძალიან მკაფიო მოწოდებაა შეჩერების შესახებ“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკამ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიმართა თხოვნით, მიეღოთ გადაუდებელი ზომები, რადგან ისრაელის ქმედებები რაფაჰში წარმოადგენს „გენოციდურ“ ოპერაციას და საფრთხეს უქმნის პალესტინელ ხალხს.