გიორგი ქობულია - პრეზიდენტის ავლაბრის სასახლესთან დაკავშირებით რამდენიმე ალტერნატივას განვიხილავთ
საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის შენობასთან დაკავშირებით რამდენიმე ალტერნატივას განვიხილავთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ
მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„ჩვენ რამდენიმე ალტერნატივას განვიხილავთ და როდესაც იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, მირჩევნია, მერე მოგახსენოთ, რომ ამ საკითხზე ზედმეტი საუბარი არ იყოს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში შესაძლოა, ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი განთავსდეს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს. ჯგუფის პირველი შეხვედრა 5 თებერვალს იგეგმება.