გიორგი ქობულია - Check in Georgia რა ფორმითაც იყო, აღარ იქნება
გიორგი ქობულია - Check in Georgia რა ფორმითაც იყო, აღარ იქნება

Check in Georgia იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო, აღარ იქნება, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

„ჩვენ რადიკალურად გადავხედეთ ამ პროგრამის. ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ გადავწყვიტეთ „ბლექ სი არენა“ ინტენსიურად გამოვიყენოთ. ეს აქტივია, რომელშიც ძალიან დიდი თანხაა ჩადებული. ჩვენ, სახელმწიფომ, პრაქტიკულად უფასოდ მივიღეთ ეს აქტივი. ვთვლით, რომ ამ აქტივის გამოყენება იქნება ერთ-ერთი ის მიმართულება, რომელიც დარჩება Chek in Georgia-სგან. არ გვგონია, რომ სხვა ნაწილები Check in Georgia-ს ეფექტურად იყო გამოყენებული. ვთვლით, რომ ამ თანხების გამოყენება სხვა სფეროებში უფრო ეფექტურადაა შესაძლებელი”, – აღნიშნა ქობალიამ.

კითხვაზე, გაიმართება თუ არა 2019 წელს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში, მინისტრმა თქვა, რომ ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს.