გიორგი ქადაგიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე სასამართლოში დღეს დაიკითხება
„თიბისი ბანკის“ საქმეზე საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16:00 საათზე დაიკითხება.
ამის შესახებ პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.
პროკურატურამ სასამართლოს ქადაგიძის დაკითხვის შუამდგომლობით დღეს მიმართა, რადგან ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა.
საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებას. გიორგი ქადაგიძე ამ პერიოდში ეროვნული ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იყო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი 2009 წლის თებერვალში გახდა.