„თიბისი ბანკის“ საქმეზე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაიკითხება
„თიბისი ბანკის“ საქმეზე საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაიკითხება.
როგორც პირველ არხს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ქადაგიძემ პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა. პროკურატურა ქადაგიძის დაკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს ხვალ მიმართავს. შესაბამისად, ქადაგიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე სასამართლოში დაიკითხება, თუმცა კონკრეტული დრო ჯერ უცნობია.