გიორგი პატარიძემ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს აღდგომა მიულოცა
გიორგი პატარიძემ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს აღდგომა მიულოცა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. გიორგი პატარიძე N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრა და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაგზავნილი სააღდგომო ნობათი გადასცა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თქმით, არასრულწლოვანი პატიმრები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და სათანადო ყურადღებას საჭიროებს.

საპატრიარქოსგან N8 და N2 პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულმა არასრულწლოვანმა ბრალდებულ-მსჯავრდებულებმა, ასევე N5 (ქალთა) დაწესებულების პატიმრებმა მიიღეს.