გული ძალიან დამწყდება, თუ „სუხიშვილები“ ჰომოფობიურ ტაშფანდურში მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით გამოვირჩეოდი იმისადმი, რასაც სუხიშვილები ქმნიდნენ (ქმნიან) და გული ძალიან დამწყდება, თუ ამ ჰომოფობიურ ტაშფანდურში მიიღებენ მონაწილეობას“, – წერს გიორგი მშვენიერაძე.
17 მაისს სამების ეზოში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიზღვნილი კონცერტი გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნია“. ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ზემოაღნიშნულ კონცერტში მონაწილეობას აპირებს. „თბილისი პრაიდმა“ მიმართა „სუხიშვილებს“, 17 მაისისთვის სამების ტაძრის ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა არ მიიღოს.