გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ უვადოდ აირჩიეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
მანდ საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლის შესარჩევი კონკურსიდან მოხსნა.
დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველთა კანდიდატების დანიშვნა-გადანიშვნის კენჭისყრა მიმდინარეობს.
უვადო მოსამართლეობის სურვილი სულ საბჭოს ოთხმა წევრმა გამოთქვა, თუმცა დღეს საკუთარი კანდიდატურები იუსტიციის საბჭოს წევრებმა ვასილ მშვენიერაძემ, ირაკლი ბონდარეკომ და რევაზ ნადარაიამ მოხსნეს.