უვადო მოსამართლეობის მსურველმა იუსტიციის საბჭოს სამმა წევრმა კანდიდატურა მოხსნა
უვადო მოსამართლეობის მსურველმა იუსტიციის საბჭოს სამმა წევრმა კანდიდატურა მოხსნა

უვადო მოსამართლეობის მსურველმა იუსტიციის საბჭოს სამმა წევრმა კანდიდატურა მოხსნა.

საკუთარი კანდიდატურების მოხსნის შესახებ განცხადება იუსტიციის საბჭოს წევრებმა ვასილ მშვენიერაძემ, ირაკლი ბონდარეკომ და რევაზ ნადარაიამ გააკეთეს. შესაბამისად, 43 ვაკანტური ადგილისთვის მოსამართლეები 69 კანდიდატიდან უნდა შეარჩიონ.​

​იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველთა კანდიდატების დანიშვნა-გადანიშვნის კენჭისყრა დღეს დაიწყო.

უვადო მოსამართლეობის სურვილი სულ საბჭოს ოთხმა წევრმა გამოთქვა, ამ ეტაპზე იუსტიციის საბჭოს კანდიდატად კვლავ რჩება გიორგი მიქაუტაძე.