საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობას ტოვებს.
ამის შესახებ პირველი არხისთვის გახდა ცნობილი. ოფიციალური კომენტარი ამ თემაზე ჯერ არ კეთდება.
გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელად გასული წლის 13 ნოემბერს დაინიშნა. მანამდე კი, 2015 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.