გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო სიტუაციების დროს ევროკავშირიდან დახმარების გამარტივებასთან დაკავშირებული შეთანხმება გააფორმა
გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო სიტუაციების დროს ევროკავშირიდან დახმარების გამარტივებასთან დაკავშირებული შეთანხმება გააფორმა

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი მღებრიშვილმა ევროკომისიის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალურ დირექტორთან, ევროკომისარ ქრისტოს სტილიანიდისთან ადმინისტრაციული შეთანხმება გააფორმა.

ხელშეკრულება საგანგებო სიტუაციების დროს ევროკავშირიდან დახმარების გამარტივებას გულისხმობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ეს ხელშეკრულება გვაძლევს ინტეგრაციის საშუალებას ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმთან.

„ეს დოკუმენტი დაგვეხმარება რომ უახლოეს პერიოდში მივიღოთ აკრედიტაცია საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო, საკონსულტაციო ჯგუფის მიერ, რაც შემდგომ მოგვცემს იმის საშუალებას რომ ჩავერთოთ საერთაშორისო მისიებში.

მომავალ წელს ევროკავშირი ჩვენთვის სოლიდურ დაფინანსებას გამოყოფს იმისთვის, რომ სწორად განვვითარდეთ და ახალი ტექნიკა შევიძინოთ. დოკუმენტის ითვალისწინებს ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლასა და ერთობლივ სწავლა“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.