გიორგი მღებრიშვილი სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნობა
გიორგი მღებრიშვილი სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნობა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნობა.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი ალექსანდრე ხვადაგიანი.

ხიდების დაზიანების გამო, სოფელი ჭუბერი მოწყვეტილია გარესამყაროს.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მზად არის, შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს ადგილობრივ მოსახლეობას.

სოფელ ჭუბერში მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, რათა დროულად მოხდეს სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულება.