ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ სოფელ ჭუბერში რამდენიმე ხიდი წაიღო, დატბორილია ტერიტორიები [ფოტო, ვიდეო]

სოფელ ჭუბერში მთის დიდი ნაწილის ჩამოშლის გამო, მდინარე ნენსკრა ადიდდა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, წაღებულია ოთხი ხიდი, ასევე დატბორილია მდინარის გასწვრივ ტერიტორიები და ჭუბერის ცენტრი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები ადგილზე უკვე გაემართნენ.

მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.