გურიის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გურიის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გურიის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეგიონში აღდგენილია გაზმომარაგება. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, ლანჩხუთის მცირე ნაწილს კვლავ არ მიეწოდება.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, „ენერგო-პრო ჯორჯიის“ ტექნიკური ჯგუფები, პრობლემის მოგვარების მიზნით, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

რეგიონში ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, სახურავის გარეშეა დარჩენილი კერძო სახლები, კორპუსები და სხვა შენობები. მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

„მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. გრძელდება სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები. ჯერ უცნობია, რა ზარალი მიადგა გურიის რეგიონს. ამას სპეციალურად შექმნილი კომისია დაადგენს“, – განაცხადა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ.