გიორგი მღებრიშვილი - ხანძრის ლიკვიდაცია დაახლოებით ერთ საათში მოხერხდება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრში ხანძრის ლიკვიდაცია დაახლოებით ერთ საათში მოხერხდება.
მღებრიშვილმა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული კერების ლიკვიდაცია.
„ცეცხლის გავრცელების რისკი არ არსებობს.
ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო მანქანა და სამი კიბე მუშაობს. უახლოეს ერთ საათში, საათ-ნახევარში სრული ლიკვიდაცია გვექნება“, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ჯერჯერობით არასერიოზულია.
მღებრიშვილის განცხადებით, ცეცხლი საკანცელარიო საქონელს უკიდია, ტერიტორიაზე შესვლა სარიკოა, რის გამოც, მაშველები გარედან ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას.
ცეცხლი თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგის“ მესამე სართულზე რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.