გიორგი მერებაშვილი - ჩემ ბავშვობაში კარგი მოედნები არ იყო, ომმა საქართველო გაანადგურა
პოლონურმა გამოცემა „სპორტოვეფაქტიმ“ საქართველოს ნაკრებისა და პლოცკის „ვისლას“ შემტევ ნახევარმცველ გიორგი მერებაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.
33 წლის გამოცდილმა ქართველმა ფეხბურთელმა ბევრ საინტერესო თემაზე ილაპარაკა – რუსეთთან ომზე, გიორგი ქინქლაძეზე, საქართველოზე.
– მიმდინარე სეზონში რა ინდივიდუალური მიზანი გაგაჩნიათ?
წინა სეზონის შედეგის გაუმჯობესება მინდა. პლოცკის „ვისლაში“ კარგი სეზონი გავატარე და ეროვნულ გუნდს დავუბრუნდი. როდესაც მთელი გუნდი კარგად თამაშობს, თავის გამოვლენის მეტი შანსი გაქვს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომდევნო სამი მატჩი მოვიგოთ და საჩემპიონო ჯგუფში მოვხდეთ.
– ქართულ ფეხბურთზე არს იტყვით?
სწორედ მაშინ, როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, საქართველო მთელი ევროპის მასშტაბით იყო წარმოდგენილი. ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშა ბუნდესლიგაში, სერია A- ში, პრემიერ ლიგასა და შოტლანდიაში. ჩემი კერპი იყო გიორგი ქინქლაძე, რომელიც „მანჩესტერ სიტისა“ და ამსტერდამის „აიაქსში“ გამოდიოდა. ის ისე თამაშობდა, როგორც მესი – მარცხენა ფეხით და კარგი დრიბლინგით. მახსოვს ის გოლი, რომელიც მან „საუთჰემპტონს“ გაუტანა. ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც მესიმ 2007 წელს „ხეტაფესთან“ გააკეთა. ჩემთვის ქინქლაძე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.
– საქართველოში რთული პერიოდი იყო, როდესაც ფეხბურთის თამაში დაიწყე.
1991 წელს იყო ომი, რომელმაც ქვეყანა გაანადგურა. ეს ჩვენთვის და ფეხბურთისთვის საუკეთესო დრო არ იყო. კარგი მოედნები და საფეხბურთო სკოლები არ გვქონდა. ქუჩებში ვთამაშობდით. მაგრამ ჩვენ ბავშვები ვიყავით და ეს არ გვაღელვებდა. ბურთი და ვარჯიში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
– საქართველოში სეზონი უფრო გვიან რატომ განახლდება, ვიდრე პოლონეთში?
ქართული ლიგა 25 ივნისამდე არ განახლდება. ფეხბურთელები შესვენებისგან უკვე დაიღალნენ. მათ ორი ტურის თამაში მოახერხეს და ჩემპიონატი შეჩერდა. ვარჯიშებს ახლახანს დაუბრუნდნენ. მათ გადაწყვიტეს ეს ნაბიჯები თანდათანობით გადაედგათ. თავიდან ისინი ინდივიდუალურად ვარჯიშობნენ, შემდეგ მცირე ჯგუფებით, მალე კი გუნდურ ვარჯიშებზე გადავლენ.
– ბავშვობაში რა ისწავლეთ?
ცხოვრება ბრძოლაა და მარტივად არაფერი მოდის. თუ რამე გინდათ, მისკენ უნდა ისწრაფოდეთ. მამაჩემმა მასწავლა, თუ ფეხბურთში ბევრის მიღწევა მსურს, უნდა ვივარჯიშო, კარგად დავიძინო და სწორად ვიკვებო. ის მოჭიდავე იყო. თავდაპირველად მას უნდოდა, რომ მის ნაკვალევს გავყოლოდი, მაგრამ ფეხბურთი უფრო მიყვარდა. ცხოვრებაში ჩემი ერთადერთი მიზანი იყო პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ვარჯიშის შემდეგ ბევრჯერ დავრჩენილვარ და მივარჯიშია. ხშირად ამას მეგობრების ხარჯზე ვაკეთებდი, იმიტომ რომ მეორე დღეს ვარჯიში ან მატჩი მქონდა.
– თქვენი სამშობლო კორონავირუსს როგორ უმკლავდება?
საქართველოში კარგი მდგომარეობაა და ყოველდღიურად უმჯობესდება. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, აქ 4 მილიონამე ადამიანი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა მცირეა, ხალხი წესებს იცავს. მალე ყველაფერი ისევე გაიხსნება, როგორც პოლონეთში. მაგრამ პანდემიის დასაწყისი ჩვენთვის რთული იყო. საღამოს 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე სახლიდან გასვლა არ შეიძლებოდა. მაქსიმუმ ორ ადამიანს შეეძლო მანქანაში ჯდომა. მგზავრი მძღოლის გვერდით ვერ დაჯდებოდა. რამდენიმე დიდი ქალაქი რამდენიმე დღის განმავლობაში დახურული იყო, მაგალითად თბილისი და ბათუმი. შეუძლებელი იყო ქალაქში შემოსვლა და გასვლა. თუმცა, ქართველები სტუმართმოყვარე, თავაზიანები ხალხია, ერთმანეთთან დროის გატარება მოგვწონს.