გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.
გოგოჭურის ადვოკატის, დავით ჩავლეიშვილის ინფორმაციით, სასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. დაკავებულს ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ.
მინდია გოგოჭურს გამოძიება, ძალადობასთან, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასთან ერთად, ნარკოტიკების შეძენა-შენახვასაც ედავება.
ადვოკატის თქმით, მინდია გოგოჭური ბრალს არ აღიარებს.