გიორგი მარგველაშვილი - ვინც დღეს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს, მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი დღესასწაული
გიორგი მარგველაშვილი - ვინც დღეს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს, მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი დღესასწაული

საქართველოს პრეზიდენტი კათოლიკური ეკლესიის და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს მაცხოვრის აღდგომას ულოცავს.

გიორგი მარგველაშვილის მილოცვის ტექსტს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ძვირფასო მეგობრებო, ყველა ვინც დღეს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს, მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი დღესასწაული.

აღდგომა ქრისტიანისთვის უძვირფასესი დღესასწაულია, სულიერი ამაღლებისა და სიკეთის გამარჯვების სიმბოლო, გისურვებთ სიხარულსა და წარმატებას.

მწამს, რომ სწორედ ჩვენი სამშობლოს სიყვარული არის და იქნება ჩვენი ოჯახების ბედნიერების, ჩვენი შვილების წარმატებისა და ძლიერი სახელმწიფოებრიობის ურყევი საფუძველი “, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.