გიორგი მარგველაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს გერმანიის ღია პირველობის მოგებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს გერმანიის ღია პირველობის მოგებას ულოცავს.
„6:4 0:6 7:5 ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ღია პირველობის გამარჯვებულია. ვულოცავ ქართველ ჩოგბურთელს პირველ ჩემპიონობას და მომავალ გათამაშებებში წარმატებას ვუსურვებ“, – წერს გიორგი მარგველაშვილი „ფეისბუქზე“.
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს კარიერაში პირველად მოიგო პროფესიული ტურის (ATP) ტურნირი. მან გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ორ საათსა და 13 წუთში დაამარცხა არგენტინელი ლეონარდო მაიერი – 6:4, 0:6, 7:5.