გიორგი მარგველაშვილი - მქონდა შესაძლებლობა, დონალდ ტრამპთან მესაუბრა, რომ საქართველოს აშშ-ის უფრო ინტენსიური მხარდაჭერა სჭირდება
გიორგი მარგველაშვილი - მქონდა შესაძლებლობა, დონალდ ტრამპთან მესაუბრა, რომ საქართველოს აშშ-ის უფრო ინტენსიური მხარდაჭერა სჭირდება

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში აღნიშნა, თუ რა საკითხებზე ესაუბრა დონალდ ტრამპს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე.

როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, ჰქონდა შესაძლებლობა, აშშ-ის პრეზიდენტთან ესაუბრა, რომ საქართველო იმსახურებს უფრო ინტენსიურ პროცესს, სჭირდება უფრო ინტენსიური მხარდაჭერა ვაშინგტონში ორმხრივ ურთიერთობებსა და ნატო-ში.

„მე გაუზიარე აშშ-ის პრეზიდენტს, რომ საქართველო არის პასუხისმგებლიანი პარტნიორი და ამ პოზიციის ტრამპამდე მიტანა მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანი იყო თქმა, რომ ჩვენ ვართ რეგიონში რეალური დასაყრდენი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ნატო-სთვის, ევროკავშირისთვის, გლობალური უსაფრთხოების ნაწილშიც ერთ-ერთი უპრეცედენტოდ პასუხისმგებლიანი ქვეყანა. ტრაპს ის ინფორმაციაც მივაწოდე, რომ ჩვენ დავიწყეთ და სამი თვის წინ სტრატეგიული მხარდაჭერის დოკუმენტის ინიცირება მოვახდინეთ. საქართველოს, როგორც ვაშინგტონში ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე ნატო-ში, აშშ-ის უფრო ინტენსიური მხარდაჭერა სჭირდება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.