გიორგი მარგველაშვილი - გიორგი კვირიკაშვილთან არასდროს მქონია პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი
გიორგი კვირიკაშვილთან ცხოვრებაში არასდროს მქონია პოლიტიკურ სამომავლო გეგმებზე საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, აპირებს თუ არა, გიორგი მარგველაშვილი გიორგი კვირიკაშვილთან თანამშრომლობას.
„გიორგი კვირიკაშვილთან ცხოვრებაში არასდროს მქონია პოლიტიკურ სამომავლო გეგმებზე საუბარი. კვირიკაშვილთან ვმუშაობდი, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ვთანამშრომლობდი იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ჩვენ შეგვეძლო ერთად კონკრეტული საკითხები გაგვეკეთებინა და ქვეყნის მდგომარეობა წინ წაგვეწია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.