საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბრიუსელიდან იუწყება, აუდიენცია ნატო-საქართველო-უკრაინის სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში შედგა.
მისივე ცნობით, ეს იყო გიორგი მარგველაშვილის პირველი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან. შეხვედრის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.