დონალდ ტრამპმა ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელად ტულსი გაბარდი დაასახელა

02:23, 14.11.2024

დონალდ ტრამპმა ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელად ტულსი გაბარდი დაასახელა.

„ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ტულსი იბრძოდა ჩვენი ქვეყნისა და ყველა ამერიკელის თავისუფლებისთვის. მას აქვს ფართო მხარდაჭერა ორივე პარტიაში – ის ახლა ამაყი რესპუბლიკელია! მე ვიცი, რომ ტულსი ჩვენს სადაზვერვო საზოგადოებას მოუტანს უშიშარ სულისკვეთებას, რომელმაც განსაზღვრა მისი ბრწყინვალე კარიერა, დაიცავს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს და უზრუნველყოფს მშვიდობას ძალის მეშვეობით. ტულსი ყველას გვაამაყებს!“ – განაცხადა ტრამპმა.

ტულსი გაბარდი 2020 წელს პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

მსგავსი