გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

13:26, 12.07.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბრიუსელიდან იუწყება, აუდიენცია ნატო-საქართველო-უკრაინის სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში შედგა.

მისივე ცნობით, ეს იყო გიორგი მარგველაშვილის პირველი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან. შეხვედრის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი