გიორგი ლომია - ზაზა ოქუაშვილის განცხადება კარგად დადგმული სპექტაკლია
ზაზა ოქუაშვილის განცხადება კარგად დადგმული სპექტაკლი და ერთი სცენარის პატარა ნაწილია, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, თითქოს მისგან ითხოვდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებას.
„ეს სპექტაკლი არც ერთი და არც ორი კვირის წინ არ იგეგმებოდა. მე ვატყობ, რომ დაახლოებით მინიმუმ ნახევარი წელიწადია კარგად აქვს ნამუშევარი გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს. მერე ჩვენ ამას უკვე ღიად დავასახელებთ. ჩვენც გვაქვს ჩვენი ანალიტიკური მოსაზრებები”, – განაცხადა გიორგი ლომიამ.
მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და ვერც დაადასტურებენ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ დაკავშირებული იყოს „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან.
„ჩვენ ჩვენი გეზი გვაქვს და ამ გეზს არ შევცვლით. არც ჩვენი იდეოლოგია იცვლება. ამომრჩეველიც ჩვენი გვყავს. პარლამენტში ვართ და ვიქნებით. მათი გეგმის ნაწილი ვერ გავხდებით და ამ თამაშში მონაწილეობას არ მივიღებთ”, – განაცხადა ლომიამ.