გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს დამდეგი შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა (ფოტო)
გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს დამდეგი შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა (ფოტო)

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს დამდეგი შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა. პრემიერი მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულ მედიაცენტრში, მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ პირადად ჩავიდა და მედიის წარმომადგენლებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა.

კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

გიორგი კვირიკაშვილი მედიის წარმომადგენლებს არაფორმალურ გარემოში შეხვდა და პირობა დადო, რომ მომავალ წელს მინისტრთა კაბინეტის წევრებს მათთან უფრო აქტიური კომუნიკაცია ექნებათ.

შეხვედრის დასრულებისას პრემიერმა ჟურნალისტებთან და ოპერატორებთან ერთად ფოტოები გადაიღო.

ოტო: მირიან მელაძე