გიორგი კვირიკაშვილი - ვუსურვებ თითოეულ ჟურნალისტს, ყოველთვის ყოფილიყვნენ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულნი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„ქართული ჟურნალისტიკის დღეს ვულოცავ ჩვენს ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს!
საბედნიეროდ, დღეს საქართველოში გვაქვს თავისუფალი და პლურალისტური გარემო, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.
ვუსურვებ თითოეულ ჟურნალისტს, ამ საპასუხისმგებლო საქმეში ყოველთვის ყოფილიყვნენ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულნი, ემსახურონ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას“, – აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის მილოცვის ტექსტში.