გიორგი კვირიკაშვილი - ტატუნაშვილის გადმოსვენების საქმეში ყოველწუთიერად ვართ ჩართული
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე მცირე კომენტარი გააკეთა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ყველანი მოლოდინის რეჟიმში არიან.
„ყველანი ვართ ყოველწუთიერ რეჟიმში ჩართული. მინდა, რომ მალე მოხდეს ეს ამბავი. მეტს ამ წუთას ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.