გიორგი კვირიკაშვილი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს.
პრემიერი აღნიშნავს, რომ დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს შექმნაში სომეხი მოქალაქეების წვლილი უაღრესად მნიშვნელოვანია.
„შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ვულოცავ სომხური ეკლესიის მრევლს – ჩვენს სომეხ მოქალაქეებს.
ჩვენ ერთად ვქმნით დემოკრატიულ, განვითარებულ და წარმატებულ სახელმწიფოს, სადაც ადამიანებს ექნებათ ყველა საშუალება თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებისთვის. ჩვენი სომეხი მოქალაქეების წვლილი ამ საქმეში უაღრესად მნიშვნელოვანია.
ვუსურვებ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – აღნიშნულია პრემიერის მილოცვის ტექსტში, რომელიც Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.