გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონში გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონში გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონში გამარჯვებას!
დარწმუნებული ვარ, ყინულის სასახლე და ყინულის ახალი მოედანი, რომელთა მშენებლობაც ბაკურიანსა და თბილისში იგეგმება, შემდგომი დიდი წარმატებების საწინდარი იქნება!“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები 2018 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის გამარჯვებულია. ტურნირის ბოლო მატჩში ქართველი ჰოკეისტები ტაიპეის დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით, 11:2 გაანადგურეს.