გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრება
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გამართულ მიღებას ესწრება.
მიღება კონფერენციასთან დაკავშირებით ტარდება, რომელიც საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენელთა ორგანიზებით 17-19 სექტემბერს იმართება. კონფერენციაზე საქართველოს ევროპული მომავალი და პერსპექტივა განიხილება.
გიორგი კვირიკაშვილს ჯერ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.