გიორგი კვირიკაშვილი - როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემ მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, ამ ნაბიჯის გადადგმაზე წამით არ დავფიქრდები
მე ჩემი თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, თუნდაც ოდნავ გააუმჯობესებს და განმუხტავს სიტუაციას, მე ამ ნაბიჯის გადადგმაზე არც ერთი წამით არ დავფიქრდები. დღეს ეს სიტუაცია არ არის და ეს მომენტი არ დამდგარა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის მთავარია, ჩვენი საზოგადოების შეკითხვებს უმოკლეს ვადაში გავცეთ პასუხი და ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
იხილეთ გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო ბრიფინგი სრულად.