გიორგი კვირიკაშვილი - პოლიტიკაში აღარ ვარ და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარებს აღარ ვაკეთებ [ვიდეო]
პოლიტიკაში აღარ ვარ და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარებს აღარ ვაკეთებ, – ასე განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, სადაც მიღებას ესწრებოდა.
გიორგი კვირიკაშვილთან მედიას რამდენიმე კითხვა ჰქონდა, მათ შორის მისი გუნდის ყოფილი წევრების დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით, თუმცა კვირიკაშვილმა ღონისძიება უკომენტაროდ დატოვა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებულ მიღებას დაესწრო. მიღება კონფერენციასთან დაკავშირებით გაიმართა, რომელიც საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენელთა ორგანიზებით 17-19 სექტემბერს ტარდება.